Sunday, May 17, 2015

      17 მაისი-ინტელის ტრენინგის ბოლო დღე. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა თავისი შექმნილი პროექტის პორტფოლიო. ყურადღებით მოვისმინეთ და განვიხილეთ ყველა პრეზენტაცია. მოვირგეთ ერთმანეთის "თეთრი" და "შავი" ოპონენტის როლი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "შავ" ოპონენტებს სათქმელი თითქმის არაფერი ჰქონდათ, რაც ყველასთვის სასიამოვნო იყო. ამ ტრენინგ-მოდულმა ნამდვილად გამიღრმავა ცოდნა. პროექტებით სწავლებაზე თურმე ზედაპირული წარმოდგენა მქონია, რაც შემეცვალა ჩემი საყვარელი ტრენერის გვანცა სალიას წყალობით. გვანცამ სულ სხვანაირად დამანახა ჩემი მომავალი მუშაობა-პროექტებით სწავლებით. ეხლა ვიცი, რომ პროექტზე მუშაობა უნდა დავიწყო მიმართულების მიმცემი კითხვების მომზადებით, გულდასმით უნდა დავამუშავო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, გავუწიო ფასილიტაცია ჩემს მოსწავლეებს. ვაღიარებ, ძალიან მიჭირდა შეფასებების ახლებურად კეთება, ნამდვილად ბევრი დრო დავახარჯე, მაგრამ შედეგით და მიღებული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვარ. წინასწარ მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რომ ჩემს მოსწავლეებს საინტერესო რამეებს ვასწავლი და საჭირო რჩევებსა და ინსტრუქციებს მივაწოდებ.
         დასასრულს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გვანცას ეს რთული ტრენინგი ასე ხალისიანად რომ გაგვატარა! მიყვარხარ, გვანცა!...

No comments:

Post a Comment