Sunday, May 17, 2015

      17 მაისი-ინტელის ტრენინგის ბოლო დღე. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა თავისი შექმნილი პროექტის პორტფოლიო. ყურადღებით მოვისმინეთ და განვიხილეთ ყველა პრეზენტაცია. მოვირგეთ ერთმანეთის "თეთრი" და "შავი" ოპონენტის როლი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "შავ" ოპონენტებს სათქმელი თითქმის არაფერი ჰქონდათ, რაც ყველასთვის სასიამოვნო იყო. ამ ტრენინგ-მოდულმა ნამდვილად გამიღრმავა ცოდნა. პროექტებით სწავლებაზე თურმე ზედაპირული წარმოდგენა მქონია, რაც შემეცვალა ჩემი საყვარელი ტრენერის გვანცა სალიას წყალობით. გვანცამ სულ სხვანაირად დამანახა ჩემი მომავალი მუშაობა-პროექტებით სწავლებით. ეხლა ვიცი, რომ პროექტზე მუშაობა უნდა დავიწყო მიმართულების მიმცემი კითხვების მომზადებით, გულდასმით უნდა დავამუშავო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, გავუწიო ფასილიტაცია ჩემს მოსწავლეებს. ვაღიარებ, ძალიან მიჭირდა შეფასებების ახლებურად კეთება, ნამდვილად ბევრი დრო დავახარჯე, მაგრამ შედეგით და მიღებული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვარ. წინასწარ მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რომ ჩემს მოსწავლეებს საინტერესო რამეებს ვასწავლი და საჭირო რჩევებსა და ინსტრუქციებს მივაწოდებ.
         დასასრულს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გვანცას ეს რთული ტრენინგი ასე ხალისიანად რომ გაგვატარა! მიყვარხარ, გვანცა!...

Saturday, May 16, 2015

      16 მაისი. დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით ძალიან მომწონს. იმდენი საინტერესო რამ აღმოვაჩინე, აღფრთოვანებული ვარ. ვფიქრობ, ჩემს მოსწავლეებს ბევრ საინტერესო და სახალისო გაკვეთილებს ჩავუტარებ მომავალში. განვიხილეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაზრდისათვის, გავიგე როგორ გავუწიო კლასს და მოსწავლეს ფასილიტაცია სწავლების პროცესში.
                 დიდი მადლობა , გვანცა!

Tuesday, May 12, 2015

12 მაისი-ტრენინგის მეშვიდე დღე. დღეს შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ჩემთვის საინტერესო და გამოსადეგი იქნება ბლუმისა და გარდნერის მატრიცა, მოსწავლეებისათვის დავალებების მიწოდება მატრიცის მიხედვით. მოსწავლეების მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინება სასწავლო პროცესში წარმატების მომტანი იქნება. ბევრი საინტერესო რესურსი აღმოვაჩინე ამ ტრენინგზე.

Sunday, May 10, 2015

10 მაისი-ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე. დღეს მოვირგეთ მოსწავლის როლი, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მინდა ვაღიარო, რომ ბევრი ვიფიქრე, რომ დამელაგებინა ყველაფერი თავის ადგილზე. სიახლე იყო ჩემთვის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და ნაშრომის ადაპტირება. ყველაფერი რთულია, მაგრამ საინტერესო. თუ ავითვისე, მაგარი იქნება!....

Saturday, May 9, 2015

9 მაისი-ტრენინგის მეხუთე დღე. განვიხილეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, მიზნებისა და მიმართულების მიმცემი კითხვები, გავაკეთე უკუკავშირი. ჩემთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დაწვრილებით გავშიფრეთ ჩემი პროექტის ყველა დეტალი. გულმოდგინეთ ჩავინიშნე ყველა რჩევა და შენიშვნა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან გამომადგება მუშაობაში.

Sunday, May 3, 2015

3 მაისი-ტრენინგის 4 დღე

      განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი, სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტები. გავიგე, რომ უნდა შევაფასო დასაწყისში მოსწავლეთა საჭიროებები, შემდეგ ვაწარმოო პროგრესის მონიტორინგი, ხელი უნდა შევუწყო მოსწავლეთა თანამშრომლობას და თვითრეგულაციას, ასევე მნიშვნელოვნია გაგების ხარისხის შემოწმება და დემონსტრირება. ვაგრძელებ პროექტის შაბლონზე მუშაობას.


Saturday, May 2, 2015

ტრენინგის 3 დღე-2მაისი. დღეს განვიხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვები. ჩემთვის საინტერესო იყო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენა. ვიმუშავე პროექტის შაბლონით. ჩემთვის ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია და დაფიქრება მჭირდება. იმედია, ვისწავლი პროექტის ყველა დეტალს.

Sunday, April 26, 2015

დღე მეორე..

intel-ის ტრენინგის მეორე დღე -ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო. დღეს მოვისმინე სიახლეები პროექტის მიმართულებებისა და დაგეგმვის შესახებ, დამაფიქრა პროექტის მიმართულების მიმცემმა კითხვებმა, გავიგე, რომ ეს კითხვები უნდა გამოვყოთ როგორც ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. მოვისმინე პროექტის მახასიათებლების შესახებ. ასევე საინტერესო და საჭირო იყო ჩემთვის პროექტის პუბლიკაცია: ბუკლეტების შინაარსი და შაბლონები. ასე თუ ისე ამას ვაკეთებდი, მაგრამ საკუთარი ძალებით. ვფიქრობ ეს ტრენინგი ძალიან დამეხმარება მუშაობაში.

Saturday, April 25, 2015

დღე 1

      დღეს პირველი დღე გვქონდა intel-ის ტრენინგის. გვანცა სალიას ტრენინგები ძალიან მიყვარს, ამიტომაც ძალიან ვეცადე მოვსულიყავი. ვისწავლე  googledrive-ზე მასალის ატვირთვა, რაც ვფიქრობ რომ ძალიან გამომადგება ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ამის გარდა შევქმენი ბლოგი და გავერკვიე, ასე ვთქვათ, დეტალებში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პროექტების თემა, პროექტის მიზნები, მსვლელობა, შეფასება, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ველოდები კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას.